ნახეთ როგორ მარტივად მუშაობს ობედე
4 მარტივი ნაბიჯი მანქანის სრულ დიაგნოსტიკამდე. არანაირი ხელოსანი, არანაირი რიგი.
დააკავშირეთ მოწყობილობა
ჩართეთ ობედე მანქანის OBD2 პორტში, ის რულის ქვეშ ყველა მანქანას აქვს, 2003 წლიდან დღემდე.
არ გჭირდებათ ხელსაწყოები, ტექნიკური ცოდნა ან ხელოსანი. უბრალოდ ჩართავთ, და მზადაა.

გახსენით აპლიკაცია
დააკავშირეთ მოწყობილობა ჩვენს ქართულ აპლიკაციასთან, ერთი შეხებით, WiFi-ით.
ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერს შეუძლია, ტექნიკური ცოდნის გარეშე.

დაიწყეთ სკანირება
დააჭირეთ ერთ ღილაკს და ობედე ავტომატურად ამოწმებს მთელ მანქანას, ძრავს, მუხრუჭებს, აირბაგებს და ათეულ სხვა სისტემას.

იხილეთ შედეგი
გაიგეთ ზუსტად რა ჭირს მანქანას, მარტივი, გასაგები ახსნებით, ქართულად. ის ინფორმაცია, რასაც ხელოსანი ფულში გაწვდით.

რას ამბობენ ობედეს მომხმარებლები
ნამდვილი გამოცდილება იმ ადამიანებისგან, ვინც ხელოსანზე ფული და დრო დაზოგა.
ჩეკს მინთებდა და მანქანის ხელოსანთან მიყვანა ძაან მეზარებოდა, ობედეს საშუალებით გავიგე რო ტყუილად მინთებდა ჩეკს და ფულიც დავზოგე დროც და ყველაფერი :დ
მანქანა ხშირად მინთებს ხოლმე ჩეკს, თან ყოველჯერზე ვიცი რატომაც მინთებს მაგრამ არ მინდა რომ მინთებდეს მებლოკება ჩემ მანქანაში ეგრე ფუნქციები, ყოველჯერზე 30 ლარის ხდას ჩეკის ჩასაქრობად ერთხელ გადავიხადე და ყოველთვის ჩემით ვაქრობ + ხელოსნების დონის დიაგნოსტიკაც მაქ :)

ხელოსნებს რაღაზე ვუხადო ამდენი ფული, შეაერთებ ობედეს და 5 წუთში ყველაფერი იცი შენ მანქანაზე, თითო დიაგნოსტიკის ფული ღირს ეს ობედე და სამუდამოდაც გაქ, ძაან მაგარი ხელსაწყოა ძმებო წარმატებები პროექტში!


ობედე
ობედე არის ზუსტად ის ხელსაწყო, რასაც ხელოსნები პროფილაქტიკებში იყენებენ თქვენი მანქანის დიაგნოსტიკისას. ის უკავშირდება მანქანის კომპიუტერს, ატარებს სრულ დიაგნოსტიკას, გაჩვენებთ რატომ აანთო ჩეკი და აქრობს მას.
- სახლიდან გაუსვლელადდიაგნოსტიკა შენს ეზოში, ხელოსანთან სიარულის გარეშე.
- ერთხელ იხდი, სამუდამოდ იყენებერთხელ შეიძენ და ყოველ შემდეგ შემოწმებას თავად ატარებ.
- 3 ღილაკით სრული დიაგნოსტიკააპლიკაცია პოულობს, ხსნის და ასუფთავებს პრობლემებს.
მთელი ავტოსერვისი შენს ჯიბეში
დააკავშირე, დაასკანერე და ჩააქრე ჩეკი ერთ აპლიკაციაში, სრულად ქართულ ენაზე.

შეაერთე მოწყობილობა
ჩართე ობედე მანქანის OBD2 პორტში და გახსენი აპლიკაცია.
სრული კონტროლი თქვენს სმარტფონში
პროფესიონალური დიაგნოსტიკა და გასაგები პასუხები ქართულ ენაზე.
აღარ მოტყუვდეთ ყიდვისას
ნახეთ ის, რასაც გამყიდველები მალავენ. გაიგეთ ავტომობილის რეალური ისტორია და დაზოგეთ ათასობით ლარი.
თავდაჯერება სერვისში
ხელოსანთან უკვე გარკვეული მიდიხართ. როცა ზუსტად იცით ხარვეზის მიზეზი, ზედმეტს ვეღარავინ გადაგახდევინებთ.
ულიმიტო დიაგნოსტიკა
ხელოსანთან ერთი შეერთება 50 ლარი ღირს. ობედე თავის ფასს სულ რაღაც ორ გამოყენებაში აინაზღაურებს.
ხშირად დასმული კითხვები
ობედე თავსებადია 2003 წლიდან დღემდე გამოშვებულ თითქმის ყველა ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომობილთან, რომელსაც აქვს OBD2 პორტი. ეს მოიცავს საქართველოში პოპულარულ ყველა ბრენდს (Toyota, BMW, Mercedes, Hyundai, Ford და სხვა).
დიახ, ეს ობედეს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ ნახოთ ხარვეზის მიზეზი ქართულად, არამედ ერთი დაჭერით წაშალოთ შეცდომების კოდები და ჩააქროთ პანელზე ანთებული ნათურა.
აბსოლუტურად არა. ობედე შექმნილია ჩვეულებრივი მძღოლებისთვის და არა მხოლოდ ხელოსნებისთვის. ინტერფეისი არის ძალიან მარტივი, ხოლო ყველა ტექნიკური ტერმინი განმარტებულია გასაგებ ქართულ ენაზე.
დიახ, სრულიად უსაფრთხოა. მოწყობილობა მხოლოდ „კითხულობს“ ინფორმაციას ავტომობილის კომპიუტერიდან და არ ცვლის მის პროგრამულ პარამეტრებს. ის არ აზიანებს ელექტროობას და არ მოქმედებს გარანტიაზე.
ეს ობედეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოყენებაა. თქვენ შეძლებთ ნახოთ ავტომობილის რეალური ისტორია, მათ შორის ადრე წაშლილი „დამალული“ ხარვეზები, რასაც გამყიდველები ხშირად მალავენ. ეს დაგაზღვევთ არასწორი ინვესტიციისა და დიდი ხარჯებისგან.
შემთხვევების 99%-ში, ეს პორტი მდებარეობს საჭის ქვემოთ, მძღოლის ფეხებთან ახლოს. მისი პოვნა და ობედეს შეერთება მხოლოდ 30 წამს წაგართმევთ.
7.99 ლარი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავა. ეს თანხა საშუალებას გვაძლევს მუდმივად განვაახლოთ ხარვეზების ბაზა, დავამატოთ ახალი მოდელები და შემოგთავაზოთ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ზუსტი რჩევები თქვენი მანქანის მოსავლელად.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი პროდუქტის ხარისხში, ამიტომ გთავაზობთ 30-დღიან გარანტიას. თუ მოწყობილობა თქვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ჩვენ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
ხარვეზების სკანირებისთვის და მონაცემების წასაკითხად ინტერნეტი არ არის საჭირო, თუმცა ქართული განმარტებების მისაღებად და ბაზასთან სინქრონიზაციისთვის საჭიროა ინტერნეტთან (Mobile Data) კავშირი.






